შენი სივრცე. შენი სტილი. ერთი ადგილი.
საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, დეკორი, ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქტები, სამშენებლო მასალები და ყველაფერი, რაც შენი სივრცის შესაქმნელად გჭირდება. ეს დამიწერე ინგლისურად
ბესტ სელერები
პოპულარული არჩევანი ყველა კატეგორიიდან
სერვისები
ფიზიკური პირების მომსახურება და დიზაინი
პერსონალური სტილისა და სივრცის დაგეგმვა თქვენი სახლისთვის — კონცეფციიდან საბოლოო მონტაჟამდე. დაგეხმარებით მასალების, ავეჯისა და დეტალების შერჩევაში, რომელიც შეესაბამება თქვენს სივრცესა და გემოვნებას.
კორპორატიული მომსახურება
კორპორატიული პროექტი სხვა მასშტაბს და სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბარებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან და სხვა კომერციულ სივრცეებთან — ერთი პარტნიორი მთელი პროექტისთვის, დიზაინიდან დასრულებამდე. ვაწვდით ავეჯს და სამშენებლო ექსტერიერისა და ინტერიერის მასალებს საჭირო მოცულობით, ვადებისა და ხარისხის დაცვით.
პირადი მენეჯერი
ყოველ პროექტს პირადად ვუძღვებით. თქვენ გეყოლებათ ერთი მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია მთელს პროცესზე — პირველი კითხვიდან ბოლო მიწოდებამდე. ის დაგეხმარებათ არჩევანში, გაგატარებთ ყოველ ეტაპს და იზრუნებს დეტალებზე, რათა თქვენთვის ეს გამოცდილება მარტივი და მშვიდი დარჩეს.
ადგილზე მოწოდების სერვისი
დანაპირები არ სრულდება გაყიდვით — ის მაშინ სრულდება, როცა შეკვეთა უსაფრთხოდ მისამართზეა. ჩვენთან შეძენილ პროდუქტს პირადად, ფრთხილად და დათქმულ დღეს მივყავართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში — და ვიღებთ პასუხისმგებლობას მის მდგომარეობაზე ბოლომდე.
ავეჯის რესტავრაცია
ავეჯის რესტავრაცია ჩვენთან სამ ეტაპად მიმდინარეობს — ჯერ ვაფასებთ პროდუქტის მდგომარეობას, შემდეგ განვსაზღვრავთ სამუშაოს ღირებულებას და გავდივართ ფერისა და სხვა დეტალების შეთანხმებას თქვენთან ერთად, და ბოლოს, დათქმულ ვადაში, გიბრუნებთ ავეჯს განახლებული და მზა სახით. ძველი ნივთი კვლავ თავის ადგილს იბრუნებს — ახალი სიცოცხლით.
პროდუქტის მოძიება და ლოგისტიკა
თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული ხედვა — გინდათ პროდუქტი, რომელიც შეესაბამება ზუსტად თქვენს დიზაინსა და გემოვნებას — ჩვენ ვპოულობთ მას საერთაშორისო ბაზარზე. ვეძებთ, ვთავაზობთ საუკეთესო ალტერნატივებს და ვმართავთ მთელ პროცესს შესყიდვიდან ლოგისტიკამდე, რათა სასურველი ნივთი უსაფრთხოდ და დროულად თქვენამდე მოაღწიოს.
პირადი დიზაინერი
გთავაზობთ პირად დიზაინერს, რომელიც პასუხისმგებელია მთელს პროექტზე — გეგმავს ინტერიერსა და ექსტერიერს, არჩევს პროდუქტებსა და მასალებს და ითვალისწინებს ყოველ დეტალს, რათა თქვენმა პროექტმა ერთიანი, გამართული სახე მიიღოს.
ყველაფერი, რაც გჭირდება — მარტივად მიწოდებული
სწრაფი მიწოდება
მთელ საქართველოში
უსაფრთხო გადახდა
Visa / Mastercard
WhatsApp მხარდაჭერა
დაგვიკავშირდი
გამჭვირვალე ფასები
ეკონომი · საშუალო · პრემიუმი
პროექტები
Domus - ფასადის მოპირქეთება Test ბათუმი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი თბილისი ყავის ბარი
მიიღე შეთავაზებები და სიახლეები
გამოიწერე ჩვენი სიახლეები აქციებისა და პროდუქტების შესახებ.